დიმიტრი პესკოვი: აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევაა

დიმიტრი პესკოვი: აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევაა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევაა.

„ნებისმიერი მსგავსი შეზღუდვის დაწესება ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, ვინაიდან ეს არსებით ზიანს აყენებს ჩვენს ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ ურთიერთობებს. ეს სანქციები რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევაა“, - აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

2 მარტს, ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრების საქმეზე ევროკავშირმა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუს მაღალჩინოსნებს პერსონალური სანქციები დაუწესეს.