ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომანის ყურეში ისრაელის გემზე მომხდარ აფეთქებაში ირანი დაადანაშაულა

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომანის ყურეში ისრაელის გემზე მომხდარ აფეთქებაში ირანი დაადანაშაულა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომანის ყურეში ისრაელის გემზე მომხდარ აფეთქებაში ირანი დაადანაშაულა.

„უეჭველია, რომ ეს ირანის მიერ განხორციელებული ოპერაცია იყო. ეს ცხადია“, - აღნიშნა ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ირანი ისრაელის ყველაზე დიდი მტერია“.

„აშშ-ის პრეზიდენტთან საუბარში მე განვაცხადე, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ვერ მოიპოვებს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - აღნიშნა მან.

26 თებერვალს, ისრაელის კუთვნილ სატვირთო გემზე, Helios Ray-ზე აფეთქება მოხდა. გემზე მყოფი ეკიპაჟის წევრებისგან არავინ დაშავებულა.