დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენს პრეზიდენტობის ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა

დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენს პრეზიდენტობის ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა

თანამედროვე ისტორიაში, ჯო ბაიდენს პრეზიდენტობის ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებებების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.

„თანამედროვე ისტორიაში, ჯო ბაიდენს პრეზიდენტობის ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა. მან უკვე აჩვენა, რომ ის სამუშაო ადგილების, ოჯახის, საზღვრების, ენერგეტიკის, ქალებისა და მეცნიერების წინააღმდეგაა“, - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენმა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ სტრატეგიის ნაცვლად „ამერიკა ბოლო ადგილზე“ სტრატეგიის განხორციელება დაიწყო.

20 იანვარს თეთრი სახლის დატოვების შემდეგ ეს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის პირველი საჯარო გამოსვლაა.