დავით ქართველიშვილი:  ნამახვანჰესის მშენებლობაზე საუბარი  სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, 2009 წლის ნოემბერში განახლდა

დავით ქართველიშვილი:  ნამახვანჰესის მშენებლობაზე საუბარი  სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, 2009 წლის ნოემბერში განახლდა

„როდესაც რიონის ხეობის მოსახლეობის (და არა მარტო) გულის მოგება სჭირდებოდა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს - ის მაღალი ტრიბუნით დიდი სიამაყით აანონსებდა: "მომავალი წელი იქნება საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წელი: ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი" - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით ნამახვანჰესის მშენებლობაზე საუბარი განახლდა სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, 2009 წლის ნოემბერში.

„ნამახვანჰესი - ჭირია, თუ შველა. ამაში გასარკვევად დღეს საქართველოში მხოლოდ ორად/ორი ინდიკატორი არსებობს - პროფესიულ/სპეციალიზირებული და პოლიტიკური.

როდესაც ამ თემასთან შეხება გვიწევს არასპეციალისტებს ჩვენ გვრჩება ერთი გამოსავალი - გავერკვეთ ამ საქმის მცოდნე პროფესიონალების დასკვნებს, შევადაროთ ისინი სამთავრობო მოსაზრებებს, მოვახდინოთ ბუნების დაცვის, უსაფრთხოებისა და ფინანსურ/ენერგეტიკული მომგებიანობის პარამეტრების ერთობლიობის შეფასება. თუმცა ამ შემთხვევაშიც - ჩვენი, როგორც არასპეციალისტების დასკვნა მაინც არასრულფასოვანი და სუბიექტური იქნება.

გაცილებით თამამები და ობიექტურები შეიძლება ვიყოთ ამ საკითხისადმი არსებული პოლიტიკური შეფასებების მიმართ. ვინაიდან ამ გაუკუღმართებულ პოლიტიკურ ვითარებაში არსებობს ერთი ძალა, რომელიც მუდმივად ცდილობს პროფესიონალებისა და სპეციალისტების აზრი დაჩრდილოს, მოსახლეობა განზრახ შეცდომაში შეიყვანოს, ჩვეული სიცრუისა და უსირცხვილობის ტალღებზე აწარმოოს თავისი პოლიტიკური "სერფინგი".

როდესაც რიონის ხეობის მოსახლეობის (და არა მარტო) გულის მოგება სჭირდებოდა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს - ის მაღალი ტრიბუნით დიდი სიამაყით აანონსებდა: "მომავალი წელი იქნება საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წელი: ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი".

ნამახვანჰესის მშენებლობაზე საუბარი განახლდა სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, 2009 წლის ნოემბერში. როგორც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური აცხადებდა, ინვესტირებით თურქული და კორეული კომპანიები დაინტერესდნენ. მთავრობა ვარაუდობდა, რომ პროექტის რეალიზაციას 2011 წელს შეძლებდა, თუმცა, მაშინ პროექტი შეჩერდა - წინა ხელისუფლებამ უბრალოდ ვეღარ მოასწრო ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება.

დღეს კი, ამ პროექტის ინიციატორი მისთვის საჭირო პოლიტიკური ქულების მოხვეჭის მიზნით აცხადებს: „თანამედროვე ეკონომიკა სულ სხვანაირადაა აშენებული, რეალურად, დღეს საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ადამიანის საცხოვრებელი კლიმატის გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარება ბევრად პრიორიტეტულია, ვიდრე თურქეთის ან ნებისმიერი მეზობელი ქვეყნისთვის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გადაქცევა".

და როდესაც საკუთარ ნაქებ წამოწყებას და დღეს უკვე სხვისი ხელით გაგრძელებას ლაფში სვრი, რომც აღარ იყო საქმეში ღრმა ჩახედული სპეციალისტი ეჭვებში ვარდები - ალბათ საჭირო პროექტია ქვეყნისთვის, რომლის დაუძინებელი მტერი ამ თემასთან მიმართებაში დღეს კვლავ "ეპილეპტიკურად" აცახცახდა. მაგრამ! სხვადასხვა გარემოებებით და ამ მავნებლების მიერ გზააბნეულ მოსახლეობასთან, რომლის პროტესტი შესაძლოა სავსებით გულწრფელი და არაპოლიტიკური იყოს - სახელისუფლებო "მრგვალ" მაგიდასთან ახსნა/განმარტებითი კონსულტაციები აუცილებელია და რაც შეიძლება უმღლეს და კომპეტენტურ დონეზე!“ - წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.