სოსო მანჯავიძე: თუ სენატი აქტს მიიღებს ამერიკა ხელმეორედ განთავისუფლდება! ვისაც რა სქესი უნდა, იმას აირჩევს

სოსო მანჯავიძე: თუ სენატი აქტს მიიღებს ამერიკა ხელმეორედ განთავისუფლდება! ვისაც რა სქესი უნდა, იმას აირჩევს

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ამასობაში ჯო ბაიდენის მიერ კონგრესისთვის საზეიმოდ წარდგენილი გენდერული თანასწორობის აქტი (The Equality Act) კონგრესმა 224 -206 ხმის წინააღმდეგ მიიღო და დასამტკიცებლად სენატს გადაუგზავნა. თუ სენატი აქტს მიიღებს ამერიკა ხელმეორედ განთავისუფლდება! ვისაც რა სქესი უნდა, იმას აირჩევს, ამისათვის საკმარისი იქნება შესაბამის ორგანოში ცნობის აღება, რომ კაცი, თავს ქალად აღიქვამს, ქალი -კაცად, ან უსქესოდ, ან ქუირად, ან ტრანსვისტიტად, ან უსქესოდ, ან ბისექსუალად და ა.შ. გენდერული ნიშნის შემცველი  სიტყვები, როგორებიცაა მამა,დედა, და, ძმა და სხვა მრავალი აიკრძალება. ისევე როგორც გენდერული ნიშნით დაყოფილი ტუალეტები, ბავშვები თვითონ აირჩევენ სქესს, რელიგიური შეხედულებები დისკრიმინაციულად გამოცხადდება. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ღონისძიებებისა , რომელიც გატარდება.

ცხადია ამ ღონისძიებების ავანგარდში მედია იქნება. საინტერესოა რა იდენტობას აირჩევენ

პარალელურად, საგანმანათლებლო სისტემაში რასიზმის წინააღმდეგ იბრძვიან.

დაადგინეს მაგალითად, რომ მათემატიკა, რომელიც როგორც ცნობილია, თეთრმა ჰეტეროსექსუალებმა შექმნეს,  შეიცავს დისკრიმინაციულობას, რადგან არ ითვალისწინებს მრავალი შეხედულების არსებობას, ამიტომ ის რასისტულად უნდა გამოცხადდეს.

ავანგარდშია ამერიკის კინოაკადემია, რომელმაც დაადგინა, რომ ოსკარზე წარდგენილი ფილმებში აუცილებლად უნდა დომინირებდნენ აფროამერიკელები.

რატომ? იმიტომ,  რომ მათ ადრე ჩაგვრა განიცადეს.

ჰოლივუდის ერთ-ერთ ,, ისტორიულ" ფილმში ინგლისის  დედოფალი ელისაბედი შავკანიანია. ახლა აპირებენ გადაიღონ ფილმები, სადაც შავკანიანები არიან ჟანა დარკი და მარგარეტ ტეტჩერიც კი. (ტეტჩერის გახსენებაზე შეიძლება ბურჯანაძეც მიაყოლონ, თუ გაუმართლა).

ამ სრული სიგიჟის პრიზმაში იქნება განხილული აშშ-ს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტებიც.

რა ხდება ამ მხრივ ჩვენთან?  ხომ არ ჩამოვრჩით სტრატეგიულ პარტნიორს?

მინდა ვთქვა, რომ ამ სფეროში ნამდვილად ბევრი საამაყო გვაქვს.

მაგალითად, ახმეტელის თეატრში ( რეჟისორი ირაკლი გოგია, ამჟამად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი)   ,,რომეო და ჯულიეტა''   დადგეს.

სპექტაკლში რომეო და ბერი ლორენცო გეი-პარტნიორები არიან, ბერი ლორენცო ეჭვიანობს ჯულიეტაზე და ამიტომაც   მოწამლავს მას.

ცხადია, ახმეტელის თეატრი შექსპირის მემკვიდრეობის რევიზიაში მარტო არ არის. სხვებიც აქტიურებენ, როგორც ვიცი  ცხონებული ფრიდრიხ ენგელსის არ იყოს, საერთოდ  პროიმისკუიტეტია დაგეგმილი, ისეთი  მძაფრსიუჟეტიანი, რომ თვით შექსპირიც კი გაოცდებოდა.

ცხადია, თეატრალური საზოგადოების დამფუძნებელი ილია ჭავჭავაძე ამაყობს თავისი დიდი მემკვიდრით, გოიკა გეგეჭკორით, რომელმაც საქართველო მსოფლიოს მოწინავე ერების ავანგარდში აღმოაჩინა.

ხუმრობა იქით იყოს და გენდერული თეორია ადამიანის, როგორც სახეობის, განადგურებისთვის შეიქმნა. მისი შემდგომი დანერგვა აუცილებლად გამოიწვევს ჯერ მთელი საკაცობრიო კულტურის მიზანმიმართულ დამახინჯებას, შემდეგ კი მის განადგურებას, ისე, როგორც ეს რეი ბრედბერის ანტიუტოპიაში  ,,451 გრადუსი ფარენგეიტით"- არის აღწერილი, ცხადია, უფრო მაღალტექნოლოგიური ფორმებით“.