რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილებას თეთრი სახლი უახლოეს კვირებში მიიღებს

რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილებას თეთრი სახლი უახლოეს კვირებში მიიღებს

რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილებას თეთრი სახლი უახლოეს კვირებში მიიღებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როდის გახდება ცნობილი თეთრი სახლის პოზიცია ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, ფსაკიმ განაცხადა, რომ ეს პროცესი არა თვეებს, არამედ კვირებს გასტანს.

მისი განცხადებით, სპეციალისტები სწავლობენ რუსეთის შესაძლო ჩარევას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამერიკის სახელმწიფო უწყებებზე კიბერშეტევებში მოსკოვის შესაძლო მონაწილეობას და ავღანეთში ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ „თალიბანთან“ შესაძლო შეთანხმებას.

თეთრ სახლში შესვლის შემდეგ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ითანამშრომლებს რუსეთთან იმ საკითხებში, სადაც ეს ამერიკის ინტერესებს შეესაბამება, მაგრამ არ შეეგუება „მოსკოვის აგრესიულ ქმედებებს“. ამის შემდეგ ბაიდენმა რუსეთს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, კრემლი ევროკავშირის შესუსტების მცდელობებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აშშ არასოდეს აღიარებს ყირიმის ანექსიას.