ვოლოდიმირ ზელენსკი: ნატოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია

ვოლოდიმირ ზელენსკი: ნატოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან კიევსა და ალიანსს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

„მოხარული ვარ იმის მოსმენით, რომ უკრაინისთვის ნატოს კარები ღიაა. ჩვენი დაუყოვნებლივი მიზანი წევრობის სამოქმედო გეგმაა. სერიოზულად ვეკიდებით რეფორმებს, რადგან ეს, პირველ რიგში, ჩვენი თავდაცვითი სექტორის გაძლიერებას ნიშნავს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ნატოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს არმიას, ალიანსის სტანდარტებს ვუახლოვდებით და სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას ვავითარებთ“, - აღნიშნა მან.