ილჰამ ალიევი: ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას სომხეთი უფსკრულისა და ნგრევისკენ მიჰყავს

ილჰამ ალიევი: ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას სომხეთი უფსკრულისა და ნგრევისკენ მიჰყავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი სომხეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ეს სომხეთის შიდა საქმეა. განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ სომხეთი დღეს ისეთ მძიმე სიტუაციაშია, რომ მიმდინარე პროცესები სომხეთის სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის და ამაში წინა და მოქმედი ხელისუფლებაა დამნაშავე“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევმა ასევე განაცხადა, რომ „ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას სომხეთი უფსკრულისა და ნგრევისკენ მიჰყავს“.

პოლიტიკური კრიზისი სომხეთში 25 თებერვალს მას შემდეგ გამწვავდა, რაც სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.

ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას, მისი გადადგომის შესახებ, სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.