სომხეთის პარლამენტთან პოლიციაა მობილიზებული

სომხეთის პარლამენტთან პოლიციაა მობილიზებული

დღეს დილიდან სომხეთის პარლამენტთან პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია აქვეყნებს.

დღეს, ადგილობრივი დროით 13:00-ზე საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მომხრეებმა ბაგრამიანის გამზირზე კარვები გაშალეს.

პოლიტიკური კრიზისი სომხეთში 25 თებერვალს მას შემდეგ გამწვავდა, რაც სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.

ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას, მისი გადადგომის შესახებ, სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.