ნიკოლ ფაშინიანი: გენერალური შტაბის განცხადებას ვაფასებ, როგორც სამხედრო გადატრიალების მცდელობას

ნიკოლ ფაშინიანი: გენერალური შტაბის განცხადებას ვაფასებ, როგორც სამხედრო გადატრიალების მცდელობას

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას მისი გადადგომის შესახებ სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.

„გენერალური შტაბის განცხადებას ვაფასებ, როგორც სამხედრო გადატრიალების მცდელობას. ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებ, გამოდით რესპუბლიკის მოედანზე“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.

„სომხეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხნის განმავლობაში ითმენდა ხელისუფლების თავდასხმებს არმიაზე, თუმცა ყველაფერს საზღვარი აქვს. ხელისუფლების არაეფექტურმა მმართველობამ და საგარეო პოლიტიკაში სერიოზულმა შეცდომებმა ქვეყანა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა“, - ნათქვამია განცხადებაში.