ჯო ბაიდენი პირველ ორმხრივ შეხვედრას კანადის პრემიერთან გამართავს

ჯო ბაიდენი პირველ ორმხრივ შეხვედრას კანადის პრემიერთან გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თავის პირველ შეხვედრას კანადის პრემიერ-მინისტრ, ჯასტინ ტრუდოსთან გამართავს. მოლაპარაკებები ვირტუალურად 23 თებერვალს შედგება. ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაციის წევრები კანადის მთავრობის წევრებთან გამართავენ ონლაინ შეხვედრას.

შეხვედრა ლიდერები განიხილავენ საერთო პრიორიტეტებს, მათ შორის COVID19-ის პანდემიის დასრულებისთვის მიმართულ ძალისხმევას. განსახილველ საკითხებს შორისაა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. ასევე - კლიმატის ცვლილებები, თავდაცვა, უსაფრთხოება და სხვა საკითხები.