ქაბულში ტერაქტებს 4 ადამიანი ემსხვერპლა

ქაბულში ტერაქტებს 4 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქში ტერორისტული აქტები განხორციელდა. ტერორისტთა სამიზნე ქაბულის ცენტრალური რაიონი გახდა, სადაც, 15-წუთიანი ინტერვალით, ორი ავტომობილი აფეთქდა.

სააგენტო Ariana News-ის ინფორმაციით, აფეთქებებს 4 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.