ჯო ბაიდენი: ყველას ვეუბნები - ამერიკა დაბრუნდა!

ჯო ბაიდენი: ყველას ვეუბნები - ამერიკა დაბრუნდა!

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა საერთაშორისო არენაზე დაბრუნდა.

„ყველას ვეუბნები: ამერიკა დაბრუნდა! ტრანსატლანტიკური კავშირი დაბრუნდა და უკან აღარ მოვიხედებით“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-მა თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად დემოკრატია უნდა დაიცვას.

„უამრავ ადგილში, მათ შორის ევროპასა და აშშ-ში, დემოკრატია თავდასხმის ქვეშ არის. ახლა პრინციპული დისკუსია გვაქვს, თუ რა მიმართულებით განვითარდება შემდგომში მსოფლიო“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.