დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის განცხადებაზე: ის ან სიმართლეს არ ამბობს, ან ჭკუიდან შეიშალა

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის განცხადებაზე: ის ან სიმართლეს არ ამბობს, ან ჭკუიდან შეიშალა

დონალდ ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენის განცხადება იმის თაობაზე, რომ ახალი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლამდე ქვეყანაში ვაქცინა არ არსებობდა, სულელური განცხადებაა.

„მან განაცხადა, რომ როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, ქვეყანაში ვაქცინა არ იყო, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლამდე მან ვაქცინის მიღება მოახერხა. ვაქცინა უკვე ნოემბრის დასაწყისში გვქონდა. მილიონობით დოზა გაიხარჯა. ასე რომ, ის ან სიმართლეს არ ამბობს, ან ჭკუიდან შეიშალა. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს ძალიან სულელური განცხადება იყო“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ტელეარხ Newsmax TV-სთან ინტერვიუში.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის აღნიშნული განცხადების გამო, მის მოძულეებსაც კი მოუწიათ მისი დაცვა.

„ჩემი მოძულეებიც კი ამბობენ, რომ ვაქცინა გაცილებით ადრე იყო გამოცხადებული“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.