მაკრონი: ევროპამ და აშშ-მა ვაქცინების მარაგების 5% განვითარებადი ქვეყნებისთვის სასწრაფოდ უნდა გამოყონ

მაკრონი: ევროპამ და აშშ-მა ვაქცინების მარაგების 5% განვითარებადი ქვეყნებისთვის სასწრაფოდ უნდა გამოყონ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპამ და აშშ-მა ვაქცინების მარაგების 5% განვითარებადი ქვეყნებისთვის სასწრაფოდ უნდა გამოყონ.

„მდიდარ ქვეყნებში ასობით მილიონი ვაქცინა კეთდება, ხოლო ღარიბ ქვეყნებში ვაქცინაცია არ დაწყებულა. ეს გლობალურ უთანასწორობას უპრეცედენტოდ ზრდის და პოლიტიკურად არამდგრად ვითარებას იწვევს, რადგან გზას უხსნის ვაქცინებზე გავლენის ომს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ვაქცინების მწარმოებელმა ფარმაცევტულმა ჯგუფებმა ტექნოლოგიები საზღვარგარეთ უნდა გადაიტანონ, რათა ვაქცინების გლობალური წარმოება დაჩქარდეს.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ მილიარდობით დოზაზე ან მილიარდობით ევროზე. საუბარია ჩვენ ხელთ არსებული ვაქცინების დოზების 4-5%-ის გამოყოფაზე. ეს არ შეცვლის ჩვენი ვაქცინაციის კამპანიას, მაგრამ თითოეულმა ქვეყანამ უნდა გამოყოს დოზების მცირე რაოდენობა“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.