დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯერ ზუსტად ვერ იტყვის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2024 წლის არჩევნებში

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯერ ზუსტად ვერ იტყვის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2024 წლის არჩევნებში

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერ ზუსტად ვერ იტყვის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეარხ Newsmax TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჯერ ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენ უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს. გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ მხარდაჭერა უზარმაზარია“, - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ იმპიჩმენტის შემდეგ მისი რეიტინგი გაიზარდა.

„ერთადერთი ვარ, ვისაც იმპიჩმენტი გამოუცხადეს და ვისი რეიტინგიც გაიზარდა. მხარდაჭერის მაჩვენებელი ძალიან კარგია. უფრო მაღალია, ვიდრე არჩევნებამდე იყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

Quinnipiac University-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, „რესპუბლიკელთა“ ელექტორატის სამი მეოთხედი აცხადებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარტიის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს.

14 თებერვალს აშშ-ის სენატმა ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ბრალდებაში გაამართლა. იმპიჩმენტის რეზოლუციის თანახმად, დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედებოდა.