კატალონიაში რეპერ პაბლო ასელის დაპატიმრება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა

კატალონიაში რეპერ პაბლო ასელის დაპატიმრება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა

რეპერ პაბლო ასელის დაკავებას კატალონიაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ბარსელონაში, ჟირონასა და რეგიონის სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ​

რეპერის მხარდამჭერი აქციები სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა. არეულობების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. რეპერის დაკავების მიზეზი მისი Twitter-პოსტები და სიმღერების ტექსტები გახდა, რომლებიც ესპანეთის სამეფო ოჯახისა და სახელმწიფო ორგანოების საწინააღმდეგო მოწოდებებს შეიცავს.

2 დღის წინ ასელი პოლიციაში მისვლის ნაცვლად ლეიდის უნივერსიტეტში მხარდამჭერებთან ერთად ჩაიკეტა. პოლიციამ ის ძალის გამოყენებით დააკავა. რეპერს 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.