ჯო ბაიდენმა აშშ-ის მთავარი შიდა ტერორისტული საფრთხე დაასახელა

ჯო ბაიდენმა აშშ-ის მთავარი შიდა ტერორისტული საფრთხე დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქვეყნის მთავარი შიდა ტერორისტული საფრთხე დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„თეთრი სუპრემატისტები და „კუ-კლუქს-კლანის“ წევრები აშშ-ში ყველაზე საშიში ადამიანები არიან. ვიზრუნებ იმაზე, რომ იუსტიციის სამინისტრომ ამ ადამიანებს ყურადღება მიაქციოს. თეთრი რასის უპირატესობის მომხრეები აშშ-ის მთავარი შიდა ტერორისტული საფრთხეა“, - განაცხადა ბაიდენმა.

თეთრი სახლის ლიდერმა ე.წ. თეთრი რასიზმის მომხრეებს „სულით ავადმყოფი და საშიში“ ხალხი უწოდა. ბაიდენის თქმით, მისი ადმინისტრაცია ამ მოძრაობის პოპულარობის ზრდაზე ყოფილი სამხედროებისა და პოლიციელების გავლენას შეისწავლის.