ძლიერი ქარბუქის გამო, აშშ-ში 3 მილიონამდე ადამიანი უშუქოდ დარჩა

ძლიერი ქარბუქის გამო, აშშ-ში 3 მილიონამდე ადამიანი უშუქოდ დარჩა

ძლიერი ქარბუქის გამო, აშშ-ში 3 მილიონამდე ადამიანი უშუქოდ დარჩა. ქარბუქი, რომელსაც ამერიკული მედია უპრეცედენტოდ მოიხსენიებს, 25 შტატში გრძელდება.

სტიქიამ ყველაზე უფრო ტეხასის შტატი დააზარალა. ამჟამად, შტატის ტერიტორიაზე ელექტროენერგია 2.8 მილიონ ადამიანს არ მიეწოდება. მსგავსი პრობლემა ორეგონის, მისისიპის, ოკლახომის, მისურისა და არკანზასის შტატებშიც ფიქსირდება.

აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, ტემპერატურის მსგავსი ვარდნა ბოლოს 1970 წელს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ტეხასში თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს აღწევს, ქარიშხლის სიმძლავრემ კი მეხუთე კატეგორიას მიაღწია.

ტეხასის, ოკლახომისა და არკანზასის გუბერნატორმა დახმარებისთვის ეროვნულ გვარდიას მიმართერს, რომელიც სახელმწიფო უწყებებს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში დაეხმარება.