ნატოს თავდაცვის მინისტრები შეკავებისა და თავდაცვის დაფინანსების გაფართოებას განიხილავენ

ნატოს თავდაცვის მინისტრები შეკავებისა და თავდაცვის დაფინანსების გაფართოებას განიხილავენ

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, 17-18 თებერვალს, ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეკავებისა და თავდაცვის დაფინანსების გაფართოებას განიხილავენ.

„ვიდეოკონფერენციაზე, რომელიც 17-18 თებერვალს გაიმართება, ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს შეკავებისა და თავდაცვის კუთხით ჩვენი ძირითადი საქმიანობის დაფინანსების გაფართოების განხილვას შევთავაზებ. ეს საშუალებას მოგვცემს, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ჩვენი ძალებისა და საბრძოლო ჯგუფების განლაგება უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

გარდა ამისა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს თავდაცვის მინისტრები ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის მომზადებას დაიწყებენ.

„თავდაცვის მინისტრებს შევთავაზებ, ჩემი ინიციატივის, „ნატო-2030“-ის განხილვა დაიწყონ“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.