სახელმწიფო მდივანმა თურქეთს მოუწოდა, არ დაიტოვოს რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ი

სახელმწიფო მდივანმა თურქეთს მოუწოდა, არ დაიტოვოს რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ოფიციალურ ანკარას მოუწოდა, არ დაიტოვოს რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ი.

„სახელმწიფო მდივანმა თურქეთს მოუწოდა, არ დაიტოვოს რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ი. ენტონი ბლინკენმა ასევე გამოუცხადა მხარდაჭერა თურქეთსა და საბერძნეთს შორის მოლაპარაკებებს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

12 თებერვალს, თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ ოფიციალური ანკარა რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის საკითხში უკან არ დაიხევს.

2020 წლის 14 დეკემბერს, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოსა და მის ხელმძღვანელს, ისმაილ დემირს.