გვინეაში ებოლას ეპიდემია გამოცხადდა

გვინეაში ებოლას ეპიდემია გამოცხადდა

გვინეის მთავრობამ ქვეყანაში ებოლას ეპიდემია ოფიციალურად გამოაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი ვირუსით 3 ადამიანის გარდაცვალება გახდა. დაავადებულია კიდევ 4 ადამიანი. აფეთქების წყაროდ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მედდის დასაფლავება გახდა. ადგილობრივი მედდა გარდაცვალებიდან 4 დღეში დაკრძალეს, ტრადიციის მიხედვით ადგილობრივები მისი ცხედრის განბანვის რიტუალში მონაწილეობდნენ. ებოლათი ინფიცირებულის ცხედარი განსაკუთრებულად ტოქსიკურია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში უკვე განაცხადეს, რომ გვინეას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიაწვდიან.

2013-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში ებოლას 11 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემია სწორედ გვინეაში დაიწყო. ვირუსთან ბრძოლისთვის რამდენიმე ვაქცინა შეიქმნა, რომლებიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვირუსის აფეთქებასთან ბრძოლისთვის გამოიყენება.