კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები პარლამენტში უმრავლესობით შევლენ

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები პარლამენტში უმრავლესობით შევლენ

კატალონიაში, 14 თებერვალს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, გამარჯვება სოციალისტურმა პარტიამ მოიპოვა, თუმცა სეპარატიზმის მომხრე პარტიების საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლობა იზრდება, - ამის შესახებ France 24 ავრცელებს.

ხმათა 99%-ის დათვლის შედეგად, სოციალისტებმა 625 ათასზე მეტი ხმის მოპოვება შეძლეს და 135-ადგილიან პარლამენტში 33 მანდატს მიიღებენ, „მემარცხენე რესპუბლიკელებსა“ და მოძრაობა „ერთად კატალონიისთვის“ კი 65 მანდატი ერგებათ. ამ მოცემულობით, პარლამენტში უმრავლესობას კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები მიიღებენ.

ბოლოს საპარლამენტო არჩევნები რეგიონში 2017 წელს ჩატარდა, მას შემდეგ, რაც ესპანეთის ხელისუფლებამ ე.წ. „დამოუკიდებლობის რეფერენდუმის“ შედეგები უკანონოდ ცნო.