ჯო ბაიდენს გუანტანამოს ციხის დახურვა სურს

ჯო ბაიდენს გუანტანამოს ციხის დახურვა სურს

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გუანტანამოს ციხის დახურვა სურს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაიხურება თუ არა ციხე ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ფსაკიმ განაცხადა, რომ ადმინისტრაცია სწორედ ამ მიზნისკენ ისწრაფვის.

ამჟამად გუანტანამოს ციხეში სასჯელს 40-მდე პატიმარი, მათ შორის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, ხალიდ შეიხ მუჰამედი იხდის. 2008 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბარაკ ობამამ ციხის დახურვის პირობა დადო, თუმცა ეს დაპირება არ შეუსრულება. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს გუანტანამოში ახალი მსჯავრდებულები გადაიყვანეს.