თურქმენეთის პრეზიდენტმა თავისი ვაჟი ვიცე-პრემიერად დანიშნა

თურქმენეთის პრეზიდენტმა თავისი ვაჟი ვიცე-პრემიერად დანიშნა

თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა თავისი ვაჟი სერდარ ბერდიმუჰამედოვი მთავრობის ვიცე-პრემიერად დანიშნა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ამასთანავე, 39 წლის სერდარ ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის უსაფრთხოების საბჭოს წევრიც გახდა. ახალ თანამდებობაზე პრეზიდენტის ვაჟის ამოცანა „წარმოების ყველა სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა იქნება“.

მანამდე სერდარ ბერდიმუჰამედოვი მრეწველობის მინისტრის პოსტს იკავებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტის პოსტთან ერთად გურბანგული ბერდიმუჰამედოვი მთავრობის მეთაურის თანამდებობასაც იკავებს. შესაბამისად, სერდარ ბერდიმუჰამედოვი მამის მოადგილე გახდა.