სერგეი ლავროვი: რუსეთი მზად არის, ევროკავშირთან ურთიერთობები გაწყვიტოს

სერგეი ლავროვი: რუსეთი მზად არის, ევროკავშირთან ურთიერთობები გაწყვიტოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ ევროკავშირი რუსეთის ეკონომიკის სენსიტიური სექტორებისთვის რისკების შემცველ სანქციებს დააწესებს, მოსკოვი ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტას არ გამორიცხავს.

„თუ კვლავ დავინახავთ, როგორც ეს არაერთხელ ვიგრძენით უკვე, რომ რომელიმე სფეროში სანქციები წესდება, რაც რისკებს შეუქმნის ჩვენს ეკონომიკას, მათ შორის სენსიტიურ სექტორებს, ამისთვის მზად ვიქნებით“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს მსოფლიო ცხოვრებისგან იზოლირება არ სურს, თუმცა მზად უნდა იყოს ამისთვის.

„თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.