Reuters: ყოფილი „რესპუბლიკელი“ ჩინოვნიკები დონალდ ტრამპის საპირისპიროდ მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის შექმნას განიხილავენ

Reuters: ყოფილი „რესპუბლიკელი“ ჩინოვნიკები დონალდ ტრამპის საპირისპიროდ მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის შექმნას განიხილავენ

ყოფილი „რესპუბლიკელი“ ჩინოვნიკები დონალდ ტრამპის საპირისპიროდ მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის შექმნის საკითხს განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი, აღნიშნულ საკითხზე დისკუსიებში მონაწილე პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 5 თებერვალს 120-ზე მეტმა ყოფილმა „რესპუბლიკელმა“ ჩინოვნიკმა Zoom-ში შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებში შემდგომი ნაბიჯების ორი ვარიანტი შეიმუშავეს: ახალი მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის შექმნა ან „რესპუბლიკური“ პარტიის შიგნით ახალი ფრაქციის ჩამოყალიბება.

დისკუსიის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანონის უზენაესობის პრინციპი დაარღვია.

ყოფილი „რესპუბლიკელი“ ჩინოვნიკები არჩევნებში საკუთარი კანდიდატების წარდგენას აპირებენ ან მხარს დაუჭერენ ნებისმიერ კანდიდატს, ვინც მათ ღირებულებებს იზიარებს. ახალი პოლიტიკური ძალის შესაძლო სახელად ორი ვარიანტი განიხილება: "Integrity Party" და "Center Right Party".