გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსი დიპლომატები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს

გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსი დიპლომატები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს

გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსი დიპლომატები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. ოფიციალურმა ბერლინმა, ვარშავამ და სტოკჰოლმა რუსეთს სარკისებრი ზომებით უპასუხეს.

საუბარია ბერლინსა და სტოკჰოლმში რუსეთის საელჩოს ორ დიპლომატსა და პოზნანში რუსეთის საკონსულოს ერთ თანამშრომელზე.

5 თებერვალს, რუსეთმა სამი ევროპელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, საუბარია შვედ, გერმანელ და პოლონელ დიპლომატებზე, რომლებმაც ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მიიღეს მონაწილეობა.