CNN: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ტრამპის მიერ დანიშნული პროკურორების თანამდებობიდან გათავისუფლებას გეგმავს

CNN: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ტრამპის მიერ დანიშნული პროკურორების თანამდებობიდან გათავისუფლებას გეგმავს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი დონალდ ტრამპის მიერ დანიშნული ფედერალური პროკურორების თანამდებობიდან გათავისუფლებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, იუსტიციის დეპარტამენტი თანამდებობის დატოვებას დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულ 56 პროკურორს მოსთხოვს. აღნიშნულ სიაში დელავერის შტატის პროკურორი, დევიდ ვაისი და კონეკტიკუტის შტატის პროკურორი, ჯონ დარემი არ შედიან, რომლებიც ამჟამად მნიშვნელოვან გამოძიებებს ატარებენ.

აშშ-ის იუსტციის დეპარტამენტში ტელეკომპანია CNN-ს განუცხადეს, რომ პროკურორების შეცვლის პროცესს რამდენიმე კვირა დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების შეცვლისას, წინა ადმინისტრაციის მიერ დანიშნული პროკურორების თანამდებობიდან გათავისუფლება ჩვეულებრივი პრაქტიკაა. კერძოდ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის დროს თანამდებობიდან ბარაკ ობამას მიერ დანიშნული 46 ფედერალური პროკურორი გაათავისუფლეს.