რუსეთთან თამაშამდე, ბორჯღალოსნებმა სტადიონზე საქართველოს რუკა გამოსახეს

რუსეთთან თამაშამდე, ბორჯღალოსნებმა სტადიონზე საქართველოს რუკა გამოსახეს

დღეს, 15:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე, ბორჯღალოსნები 2021 წლის პირველ მატჩში რაგბი ევროპის 2020 წლის დასკვნითი ტურის მატჩს რუსეთის წინააღმდეგ გამართავენ. რაგბის ფედერაციამ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ქართველ სპორტსმენებს საქართველოს რუკა აქვთ გამოსახული.

თამაშს პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია „იმედი“ გადასცემს. უცხოეთში მცხოვრებ გულშემატკივრებს თამაშის ნახვა ამ ბმულზე შეუძლიათ.

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა უკვე დაასახელა. 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრას, კოვიდპანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, გულშემატკივარი ვერ დაესწრება.