ჯო ბაიდენი: ქვეყნის ეკონომიკა ჯერ კიდევ რთულ მდგომარეობაშია

ჯო ბაიდენი: ქვეყნის ეკონომიკა ჯერ კიდევ რთულ მდგომარეობაშია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პანდემიის შედეგების გამო, ქვეყნის ეკონომიკა ჯერ კიდევ რთულ მდგომარეობაშია.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ საჭიროა მისი ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი 1.9 ტრილიონი დოლარის ოდენობის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის მიღება.

„ცხადია, რომ ეკონომიკა ჯერ კიდევ რთულ მდგომარეობაშია. ათ მილიონზე მეტი ადამიანი უმუშევარი დარჩა, ხოლო 24 მილიონ ზრდასრულსა და 12 მილიონ ბავშვს საკმარისი საკვები არ აქვს. ამიტომაც სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგნელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ამჟამად აშშ-ის ეკონომიკის აღდგენა ნელი ტემპებით ხდება.