რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 5 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 5 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 5 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია „ოვდ-ინფო“ ავრცელებს.

31 იანვარს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების ფარგლებში სამართალდამცველებმა 5 008 ადამიანი დააკავეს. აქედან მოსკოვში 1 599 დემონსტრანტი დააკავეს, სანქტ-პეტერბურგში - 1 116, ხოლო კრასნოიარსკში - 194.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა წინააღმდეგ უხეში ძალის გამოყენება დაგმო, ხოლო საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

28 იანვარს მოსკოვის საოლქო სასამართლომ ხიმკის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ალექსეი ნავალნის 30 დღით დაპატიმრების შესახებ ძალაში დატოვა.