მამა ილარიონი: ივერი მელაშვილის განცხადება თუ დანაშაული არაა,მაშინ ეს მისი კიდევ ერთი დიდი შეცდომაა 

მამა ილარიონი: ივერი მელაშვილის განცხადება თუ დანაშაული არაა,მაშინ ეს მისი კიდევ ერთი დიდი შეცდომაა 

დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონი აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეში ბრალდებული ივერი მელაშვილის გუშინ გაკლეთებულ განცხადებაზე თუ არ ვიტყვით, რომ დანაშაულია, მაშინ ძალიან დიდი შეცდომაა.

"ივერი მელაშვილის განცხადებაზე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თუ არ ვიტყვით ,რომ ეს არის დანაშაული, ემაშინ ეს არის კიდევ ერთი შეცდომა მისი. ძალიან დიდი შეცდომა, როცა იმეორებს იმ დანაშაულებრივ ფრაზას, რომელსაც ავითარებენ ისინი, რომ თითქოსდა ეს არ არის საქართველოს ტერიტორია. ის ტეროტორია რომელზეც არის საუბარი, არის საქართველოს ტერიტორია. თუ ჩვენ ვიტყვით სიტყვა დააბრუნებს, მაშინ უნდა ვსაუბრობდეთ ბერთუბანზე და არა ჩიჩხიტურზე და უდაბნოზე.

რაც შეეხება ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტერს, ამ შემთხვევაში ჩვენ დასაბრუნებელი არაფერი გვაქვს, იმიტომ რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა. უბრალოდ ამას უნდა დამტკიცება, რომელიც უნდა მოხდეს იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მიღწეულია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ორივე ქვეყანას ხელი მოწერილი აქვთ ამაზე." - განაცხადა მამა ილიარიონმა.

ივერი მელაშვილმა გუშინ განაცხადა: „როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა იქ და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის საშუალება, რაც მანამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას"