ჩვენ უფრო მეტი გვსურს, ვიდრე ალეკოს. ჩვენ გვინდა, რომ მრავალმხრივი შეთანხმება მოხდეს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ უფრო მეტი გვსურს, ვიდრე ალეკოს. ჩვენ გვინდა, რომ მრავალმხრივი შეთანხმება მოხდეს. რა თქმა უნდა, ასეთი შესაძლებლობა ცალ-ცალკე ყველა პარტიას აქვს, მაგრამ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, ყველა რომ შეთანხმდეს და ყველა რომ შევიდეს პარლამენტში. ჩვენ ყველა მხარესთან გავაგრძელებთ საუბარს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს.