ფეისბუქ-მომხმარებელი ლაშა არგვეთელი სოციალურ ქსელში წერს:
“როცა ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად 5000 იყო, თვით გონიერი ხალხიც კი ნიშნის მოგების ხასიათზე დადგა და ინტენსიურად ალაპარაკდა, რომ მთავრობას ეპიდემიის მართვა გაექცა, ჯანდაცვის სისტემა ჩამოიშალა, რომ გაზაფხულის გმირობა თურმე მირაჟი იყო და რა გოგო-ბიჭებიც არიან, აგერ გამოჩნდაო.
სინამდვილეში კი, აგერ უკვე წელიწადი გავიდა და მთელი მსოფლიოს გაერთიანებული ძალების უსუსურობამ გადასარევად აჩვენა, რომ ეპიდემიის მართვა დამოკიდებულია უფრო ინდივიდუალურ შეგნებაზე, ვიდრე მთავრობებზე. ხოლო მთავრობები ამკრძალავი ღონისძიებებით მართვაში ერევიან მაშინ, როცა ინდივიდუალური შეგნება საზოგადოებრივ ჯანმრთელობას ტოტალური განადგურებით ემუქრება.
ინდივიდუალური კი არა, ეროვნული, პროფესიული და საერთაშორისო შეგნებაც კი იმდენად დეგრადირებულია, რამდენადაც წერას ჰყავს აყვანილი როგორც ქვასროლია ევროპელები, ისე დასავლეთში ემიგრირებული ქართველი ექიმები. გამოდის ეს განათლებული ხალხი, საზოგადოების პირისპირ დგება და აღზრდის ელემენტარულ დონეს ვერ აკმაყოფილებს. საინტერესოა, სად ისწავლეს და რა განათლება მიიღეს ისეთი, რომ ცინიზმის გარეშე ორ სიტყვას ვერ აკავშირებენ ერთმანეთთან, ხოლო უფროსი, უმცროსი, ბავშვი და ქალი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევით. კვალიფიკაციას ტირაჟირებენ ქილიკით, კრიტიკას ეწევიან ირონიით და რეკომენდაციებს იძლევიან ზღვარგადასული ღვარძლით.
რაღაც არ მახსენდება, რომ რესტორატორთა ასოციაციას თუნდაც პირბადეების სუბსიდირებაში შეეტანოს უმცირესი წვლილი მაინც. ან მოლების ფედერაცია გამორჩეულიყო სოციალური ჟესტით და ან ფიტნესის მესვეურებს გაეღოთ ორი კაპიკი საზოგადოების სოლიდარობისთვის. ეს ხალხი მხოლოდ კომერციულ ინტერესებზე წუხს, მხოლოდ სახელმწიფო შეღავათებს იხვეწება და ისე წარმოაჩენს მდგომარეობას, თითქოს მათი თანამშრომლის გაჭირვება საბიუჯეტო მოხელეებისთვის წარმოუდგენელია, არადა, პანდემია სულ არაა საჭირო - ჩვეულებრივ პირობებში, ჩვეულებრივი ტრეფიკიორია მათი საკმაოდ დიდი ნაწილი.
მოკლედ, ყველა რომ ახლა ითხოვს ყველაფრის გახსნას, ეს დაახლოებით ისეთი ახირებებია, ყველაფერი რომ ბიძინას ბრალია ამ ქვეყანაში - პოლიტიკიდან წასვლაც, ქველმოქმედებაში დარჩენაც და ჭორვილაში ჩასვლაც (?!)
თუ ყველაფერი გაიხსნება, გაიხსნება მესამე ტალღის გარანტიაც. ისევ გაივსება კლინიკები, ისევ დაინფიცირდებიან ბავშვები და გარდაიცვლებიან ოჯახის წევრები. ამას მოჰყვება ახალი შტამები, უამრავი პოსტ-ვირუსული გართულება, ექიმები, მკურნალობა, ანამნეზის კვლევა-ძიება და უზარმაზარი ხარჯები. შემდეგ აფთიაქის კოლოსალური პრობლემა, ანუ გაჭირვება, ხელახალი შეზღუდვები, ხელახალი შიში, დაზაფრულობა და თუ ინტერნეტის ხუთი ლარი ვიჩალიჩეთ, ერთადერთი გასართობი ის იქნება, რომ facebook-ში ისევ აღადავდება "კუბოები და ვენოკები ევროპიდან"“.