დღეს ჩვენ პრაქტიკულად მივაღწიეთ შეთანხმებას ყველა იმ საკითხზე, რომელიც მთლიანად ოპოზიციის მიერ მეოთხე რაუნდში დასმული იყო. ვგულისხმობ საარჩევნო რეფორმას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა „ქართულ ოცნებასთან“ გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამ შეთანხმებიდან არცერთი პუნქტი არ დარღვეულა.
„ყველაფრისთვის ბოლომდე ვიბრძოლეთ. ამ ყველაფერს დასჭირდა დრო და ძალისხმევა, მაგრამ მიხარია, რომ ჩვენ ამას მივაღწიეთ. ყველას მოვუწოდებ, გააგრძელონ კომუნიკაცია, რადგან შესაძლებელია მოლაპარაკებების ფარგლებში გადაიჭრას საკითხები“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მანამდე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმდება გაფორმდა, რის შედეგადაც ის და ლევან იოსელიანი საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.