შალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ცესკო-ს შედეგები იყო მართალი და

შალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ცესკო-ს შედეგები იყო მართალი და "სამართლიანი არჩევნების" - მცდარი

"კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ცესკო-ს შედეგები იყო მართალი და "სამართლიანი არჩევნების" - მცდარი" - წერს, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, შალვა პაპუაშვილ სოციალურ ქსელში.

"ISFED-ის კიდევ ერთი არითმეტიკული შეცდომა. პარალელური დათვლის შედეგებს მიათვალეს ბათილი ბიულეტენები, დისბალანსიან ოქმებს არ გამოაკლეს შესწორების ოქმები.

კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ცესკო-ს შედეგები იყო მართალი და "სამართლიანი არჩევნების" - მცდარი.

დღევანდელ ბრიფინგზე სამართლიანი არჩევნების (ISFED) წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ

შესწორების ოქმების გათვალისწინებით მეტობით დისბალანსი არის უბნების 0,4%-ში (და არა 8%-ში) და ამით ემთხვევა ცესკო-ს მონაცემებს

სამართლიანი არჩევნები ხსნის თავის განცხადებას, რომ რომ დისბალანსს შეეძლო 4,1%-იანი გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ 24 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელმაც 4 ნოემბერს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომ ჩაასწორონ მათი 4 ნოემბერის განცხადება, ვინაიდან იმ ყველა ძირითადი ფაქტი და შეფასება აღმოჩნდა მცდარი".