გიორგი კანდელაკი:  წერონ და იკითხონ თავიანთი რეგლამენტი - საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია, რომ ბატონი ინჯია ან ელისაშვილი ოპოზიციას წარმოადგენენ

გიორგი კანდელაკი:  წერონ და იკითხონ თავიანთი რეგლამენტი - საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია, რომ ბატონი ინჯია ან ელისაშვილი ოპოზიციას წარმოადგენენ

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, რა ცვლილებაც არ უნდა შეიტანოს „ქართულმა ოცნებამ“ რეგლამენტში, ვერ შეცვლის ფაქტს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

კანდელაკის თქმით, რეგლამენტის ცვლილებით, საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია, რომ ფრიდონ ინჯია ან ალეკო ელისაშვილი რეალურ ოპოზიციას წარმოადგენენ.

„რანაირი ცვლილებაც არ უნდა შეიტანონ რეგლამენტში, ეს ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ცესკო-ს მონაცემებითაც, უბნების 53%-ში მაჟორიტარულ არჩევნების შემთხვევაში ბიულეტენების მეტობა იყო, ჩაყრის მტკიცებულება ან ნაკლებობა, ანუ „კარუსელის“ მტკიცებულება. ეს არის ფუნდამენტური ფაქტი, რომელიც სადავო არ არის, რადგან თავად ცესკო-ს მონაცემებს ეყრდნობა. ასე რომ, წერონ და იკითხონ თავიანთი რეგლამენტი. ამავე დროს, საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი ინჯია, შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული მინისტრი, რომელიც ახლა „ქართული ოცნების“ ნაწილია, როგორც ბატონი ელისაშვილი, რომელიც ასევე შეერწყა „ქართულ ოცნებას“, ოპოზიციას წარმოადგენენ. ამ შემთხვევაში, პარლამენტში ოპოზიციის იმიტაცია რეალურად ოპოზიციას ვერ ჩაანაცვლებს“, - განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ოპოზიციის სტატუსის მქონე დეპუტატების მიერ საპარლამენტო თანამდებობების დაკავებას შეეხება, დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს.

კომიტეტი პროექტს პირველი მოსმენით განიხილავს და მიმდინარე კვირასვე განსახილველად რიგგარეშე სესიაზე გავა. პროექტი დაჩქარებული წესით იხილება.

Aburjga Tasmanieli თქვენ გაჩერდით ან წადით იქ, საერთაშორისო ასპარეზზე და იქ იასპარეზეთ! ჩვენ თავი დაგვანებეთ! უთქვენოდაც გავაგნებთ როგორ მოვიქცეთ!
3 წლის უკან