საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა. "სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 096 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 349 ტესტი ჩატარდა.