თამარ გაბუნია: ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს რომ დაუბრუნდეს, მოსახლეობის 60 %-ის ვაქცინაცია უნდა მოხდეს

თამარ გაბუნია: ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს რომ დაუბრუნდეს, მოსახლეობის 60 %-ის ვაქცინაცია უნდა მოხდეს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, იმისთვის რომ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, მოსახლეობის 60 % ვაქცინაცია უნდა მოხდეს.

"60 %-ის ვაქცინაციის შემთხვევაში, რეალურად, უნდა შეიქმნას დაცვის იმგვარი მოდელი, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ და დავუბრუნდეთ ჩვეულ, ნორმალურ საქმიანობას, რაც იყო კოვიდამდე პერიოდში. თუმცა, ამავდროულად, მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ გარკვეული პერიოდი ვაქცინასთან ერთად მოგვიწევს პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და მოხდეს მობილობის მონიტორინგი. ვაქცინის მოქმედებასა დრო სჭირდება, როდესაც სრულად შექმნის დამცველობის მექანიზმს, ორივე უნდა გამოვიყენოთ ერთად. ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტურად, დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას და ამისთვის, კეთდება ყველაფერი."-აცხადებს თამარ გაბუნია.