ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიციამ მიიღო მანდატები ქართველი ხალხისგან და ამ მანდატების არგამოყენება ხალხის ნდობის უგულებელყოფაა

ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიციამ მიიღო მანდატები ქართველი ხალხისგან და ამ მანდატების არგამოყენება ხალხის ნდობის უგულებელყოფაა

რეკომენდაციები, რომელებიც ასახულია ჩვენის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, კონკრეტულად იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლების უშუალოდ აკვირდებოდნენ ჩვენს საარჩევნო პროცესს, იქნება გათვალისწინებული. ჩვენ მზად ვართ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის. ამ მზაობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ იქნება თანამონაწილეობა ოპოზიციის მხრიდანაც, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ყველა აღიარებს, რომ პარლამენტია არის ადგილი, სადაც უნდა კეთდებოდეს პოლიტიკა. პარლამენტი არის ადგილი სადაც უდნა იქმნებოდეს კანონები და იხვეწებოდეს საარჩევნო გარემო. ხედვა არის ასეთი, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა, შევძლოთ გამოვლენილი ნაკლოვანებების მიმართ გვქონდეს ადეკვატური სამართლებრივი მექანიზმი. ეს არის საერთო მიზანი, რომელიც ჩვენ გვაქვს და ამ საერთო მიზნის მიღწევაში თანამონაწილეობა მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ევროპელი პარტნიორები მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს, შევიდნენ პარლამენტში. მათ მიიღეს მანდატები ქართველი ხალხისგან და ამ ხალხის ნდობის უგულებელყოფა იქნება მათი მხრიდან მანდატების არგამოყენება“, - განაცხადა ჩიქოვანმა