ზურაბ ჯაფარიძე: „ქართული ოცნება“ წნეხს ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარედან გრძნობს, ამიტომ, არ მგონია, რამე დათმობაზე წამოვიდეს

ზურაბ ჯაფარიძე: „ქართული ოცნება“ წნეხს ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარედან გრძნობს, ამიტომ, არ მგონია, რამე დათმობაზე წამოვიდეს

რამე რესურსი რომ ყოფილიყო, დარჩენილი მეხუთე რაუნდი აქამდე ჩაინიშნებოდა. თვე გავიდა უკვე მეოთხე რაუნდიდან და არ ჩაინიშნა. არ ჩაინიშნა იმის გამო, რადგან მომლაპარაკებლები ვერ ხედავენ, რომ შესაძლებელია პოზიციების დაახლოება, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების საკითხზე განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ხელისუფლება ძალაუფლებას არ თმობს, ერთადერთი გზა, რაც მოქალაქეებს რჩებათ, რევოლუციაა.

„ახლა, მგონი, „ქართული ოცნება“ ვერ გრძნობს წნეხს ვერც ქვეყნის შიგნი, ვერც ქვეყნის გარედან, ამიტომ არ მგონია, ის რამე დათმობაზე წამოვიდეს, თუ რამე დათმობაზე არ წამოვიდა ბოიკოტის რეჟიმი შენარჩუნდება. მე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება მიიტაცა. ოქტომბრის ბოლოს არჩევნებზე მათ ძალაუფლება უნდა დაეთმოთ, მიუხედავად იმისა, რა ტიპის კოალიცია მოვიდოდა ხელისუფლებაში. როდესაც ძალაუფლებას არ თმობენ, ერთადერთი გზა, რაც მოქალაქეებს რჩებათ არის ის, რომ რევოლუციური გზით შეცვალონ ხელისუფლება, რევოლუცია არ ნიშნავს მაინცდამაინც ფიწლებს, სროლას და სასხლს და რაღაცას, მშვიდობიანი პროტესტი არის ერთადერთი რასაც მე ვუჭერ მხარს და მშვიდობიანი პროტესტით უნდა გავუშვათ ისინი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

amo ხანდახან 10-ში არტყამ ხოლმე
3 წლის უკან