თენგიზ ცერცვაძე: ახალი წლის „კლასტერს“ ავცდით

თენგიზ ცერცვაძე: ახალი წლის „კლასტერს“ ავცდით

„ახალი წლის კლასტერს ავცდით. 24-დან ბევრი რამ გაიხსნა და იყო მოლოდინი, რომ შეიძლება, შემობრუნდეს ინფექციის მატება, თუმცა დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამას ავცდით“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილის შოუ“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ახალი წლის კლასტერს ავცდით. 24-დან ბევრი რამ გაიხსნა და იყო მოლოდინი, რომ შეიძლება, შემობრუნდეს ინფექციის მატება, თუმცა დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამას ავცდით. ეს იყო ერთგვარი ტესტი საქართველოსთვის, რომ არა ისე იდეალურად, როგორც ნორვეგიელები და შვედები აკეთებენ, მაგრამ საზოგადოებამ გამოიჩინა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ისწავლა, ზედმიწევნით შეესრულებინა რეგულაციები, რამაც მოგვცა იმედი და მოლოდინი პირველი თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 546 ადამიანს დაუდასტურდა, 1 456 კი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში საქართველოში 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.