პარლამენტის რეგლამენტში წერია, რომ დათქმული ვადის შემდეგ პირველსავე სხდომაზე, სხვა საკითხების განხილვამდე პრიორიტეტულად უნდა განიხილოს პარლამენტმა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბოიკოტში მყოფი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ნუ მიიღებენ ჩვენი ოპონენტები ამას ისე, რომ ეს არის რაღაც ულტიმატუმი. მათ ჩვენზე არანაკლებ კარგად იციან, რომ ეს არ არის უმრავლესობის გადასაწყვეტი პროცედურული საკითხი. პარლამენტის რეგლამენტში წერია, რომ დათქმული ვადის შემდეგ პირველსავე სხდომაზე, სხვა საკითხების განხილვამდე პრიორიტეტულად უნდა განიხილოს პარლამენტმა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ამ შემთხვევაში ამის საფუძველია მათი განცხადებები, ამიტომ პარლამენტი არა უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია, განიხილოს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. როდესაც დაიწყება სხდომა, ვალდებულები ვართ პირველ თემად განვიხილოთ ეს საკითხი“, - განაცხადა მდინარაძემ.