„ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ იმ ოპოზიციონერების გარდა, რომლებიც საპარლამენტო ცხოვრებაში ჩაერთნენ, სხვებმაც უნდა აიღონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ მოსახლეობამ ხმის მიცემით დააკისრა.
„28-28 იანვარს დაგეგმილია რიგგარეშე სესია. აქედან გამომდინარე, იმ დეპუტატების საპარლამენტო ვადა, რომელთაც განაცხადი აქვთ შემოტანილი უფლებამოსილების მოხსნასთან დაკავშირებით, იწურება. კომიტეტი გაივლის შესაბამის პროცედურებს და ამ დეპუტატებთან დაკავშირებით, პარლამენტს წარვუდგენთ მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტს. ალბათ, მათ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თავიანთი ამომრჩევლის წინაშე, კეთილი ინებონ და შეასრულონ ის სამუშაო, რომელიც მათ ამომრჩეველმა დააკისრა, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.