ჯო ბაიდენი: პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება და მტკიცე და სასწრაფო ზომებია მისაღები

ჯო ბაიდენი: პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება და მტკიცე და სასწრაფო ზომებია მისაღები

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება და მტკიცე და სასწრაფო ზომებია მისაღები.

„კრიზისი მხოლოდ ღრმავდება. სიტუაცია არ უმჯობესდება. მოქმედებაა საჭირო. თამამად და მტკიცედ უნდა ვიმოქმედოდ, რათა ეკონომიკა ყველა ამერიკელისთვის გავზარდოთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ხელს მოაწერს ბრძანებას, რომელიც შიმშილის ზღვარზე მყოფი ოჯახებისთვის საკვებით დახმარებას ითვალისწინებს.

ახალი რეგულაცია მილიონობით დაბალი შემოსავლების მქონე ბავშვებიანი ოჯახებისთვის დახმარებას 15%-ით გაზრდის.

„ჩვენ არ დავუშვებთ ხალხის შიმშილს. ვერ ვუყურებთ, თუ როგორ კარგავენ ადამიანები სამუშაოს. ამიტომაც უნდა ვიმოქმედოთ. ახლავე უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.