რუსეთში ნავალნის მომხრეებს აკავებენ

რუსეთში ნავალნის მომხრეებს აკავებენ

რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებს აკავებენ. ხელისუფლებამ ოპოზიციას მიტინგების ჩატარების უფლება არ მისცა. პოლიციამ ხაბაროვსკსა და ვლადივასტოკში არასანქცირებული აქციების მონაწილეები უკვე დააპატიმრა.

ნავალნის მხარდამჭერებს აქციის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ მოსკოვშიც, რასაც დედაქალაქის მერი სერგეი სობიანინი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით ხსნის.

ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა შერემეტიევოს აეროპორტში დააპატიმრეს. მას ბრალი პირობითი ვადის დარღვევაში დასდეს.