ამერიკის პირველი ლედი ჯარისკაცებს ორცხობილებით გაუმასპინძლდა

ამერიკის პირველი ლედი ჯარისკაცებს ორცხობილებით გაუმასპინძლდა

ამერიკის პირველმა ლედიმ ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა. ჯილ ბაიდენი თეთრი სახლის პერიმეტრზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს ორცხობილებით გაუმასპინძლდა.

„ვერ გეტყვით, რომ ყველა ჩემი გამომცხვარია, მაგრამ მინდა მადლობა გადაგიხადოთ გაწეული სამსახურისთვის,“-განაცხადა პირველმა ლედიმ.

ინაუგურაციის დღეს ვაშინგტონის უსაფრთხოებას 25 ათასი სამხედრო მოსამსახურე იცავდა.