ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„სამწუხაროდ და გაზაფხულის მოახლოვებასთან ერთად, მძაფრდება საზოგადოებაში იმ განწყობების დანერგვა, რომ ეს გაუთავებელი პანდემიური კოშმარი, რომელიც ანადგურებს ადამიანს ჯანმრთელობის მხვრივ, ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად - არის "ქართული ოცნების" სადიზმი და შურისძიება საკუთარ მოსახლეობაზე. და რომ ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" რომ ყოფილიყო - საქართველოში პანდემია ვერ შეაღწევდა, ან თუ მაინც დაგვემართებოდა, მხოლოდ იოლ ფორმებში - როგორც ეს თავად მიხეილ სააკაშვილმა გადაიტანა, მსუბუქი სურდოს, გვერდში ლამაზმანებისა და ესპანური ღვინის თანხლებით.
ამ განწყობებს აღვივებენ იმ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, რომლებიც თავს არიდებენ საკუთარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას - მონაწილეობა მიიღონ პანდემიის "სწორი" და არა "მცდარი" მართვის პროცესებში. თავს არიდებენ იმ სამთავრობო მაკონტროლირებელ ორგანოში მუშაობას, რომელიც გამოიძახებდა პარლამენტში ანტიკრიზისული ჯგუფის ნებისნიერ წევრს და ასწავლიდა მას პანდემიასთან საჭირო გამკვლავებას.
ამის ჩიტები არიან... დაფინანსება მოსდით, სადეპუტატო ხელფასების ჩარიცხვებს საბანკო სმს-ით იგებენ, ამიტომ იწერება გრაფიკები საპროტესტო ქუჩის გამოსვლებისა. ეს გრაფიკები იმ შემთხვევიბისთვისაც არის გაწერილი, შეზღუდვების გამკაცრებას თუ ექნებოდა ადგილი, და მაშინაც - თუ მათი შერბილებითა ან მოხსნით, ქვეყანაში "პანდემიის შემომშვები ქართული ოცნება" მოსახლეობას ფართომასშტაბიანი დაინფიცირება/სიკვდილიანობის პირას დააყენებდა.
ეს არც სასაცილოა უკვე, და არც სატირალი. პანდემიური კოშმარი რას ნიშნავს, რას ნიშნავს სრული ლოქდაუნი, რას ნიშნავს ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლა და ამით გამოწვეული საყოველთაო პანიკა, სასოწარკვეთილება და მასშტაბური ადამიანური ტრაგედია - გაეცანით დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა თუ ისრაელში მიმდინარე ვითარების მაგალითებზე. ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნით - იქ ოპოზიცია არ გადის პარლამენტის, ბუნდესტაგისა თუ კნესეტის შემადგენლობიდან. არ ქმნის პანდემიისმიღმა პარალელურ სახელმწიფო ინსტიტუტებს. არ ტოვებს ურთულესი სიტუაციის პირისპირ მხოლოდ მთავრობას და მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ ძალას. არ გადის ქუჩაში და არ მოუწოდებს ხალხს სხვადასხვა ვიწროპოლიტიკური სპეკულაციებით - რომ რევოლუციურად ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას "ეს მავნებლები", და კოვიდ-19 ამით დამარცხდება.
ძალიან კარგად მესმის გადაღლილი, მშიერი და ფსიქიკა/მორყეული ადამიანის მდგომარეობა, ზოგმა საკუთარი საყვარელი საქმიანობის სფერო, უკვე როგორც დარგი დაკარგა. რომელიც ვერ ხედავს სამომავლო პერსპექტივებს, ან მას უბრალოდ კარგად ვერ უხსნიან ამას. როდესაც დღესაც ეტაკება ერთმანეთს სხვადასხვა პოლუსებზე მყოფი ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიზირებული სამედიცინო აზრი ვირუსთან მიმართებაში. როდესაც ალოგიკურად გეჩვენება ზოგიერთი შეზღუდვების მოხსნის, ან პირიქით - დატოვების არსი. აი ზუსტად ამ დროს!!! სად არის იმ 60 გონებაგახსნილი ოპოზიციური დეპუტატის ხმა საპარლამენტო ტრიბუნიდან? სად არის სამთავრობო მუშაობის მათი გონივრული კრიტიკა? სად არის საღი აზრი და ალტერნატიული წინადადებები? სად არის ანტიკრიზისული ჯგუფის წევრთა პარლამენტში გამოძახება და ახსნა/განმარტებების ჩამორთმევა? სად არის კოლექტიური პასუხისმგებლობა ამ საომარ მდგომარეობაში მყოფ საერთო სახელმწიფოში?
რაის ქუჩის პროტესტები? ვის შეაშინებთ ამით - ვირუსებს? რას გამოხატავთ ამით - რომ პანდემია ბოროტებაა? ვიცით! თქვენ ამ უბედურების დამარცხება გსურთ თუ პოლიტიკური თამაშების გაგრძელება? რა გეპერფორმანსებათ - რა დროს თამაშია? თითოეულმა თქვენგანმა - ვინც აჭრელებთ ამ დღეებში სოციალურ ქსელებს სხვადასხვა თემატურ თემებზე ადამიანთა პროტესტებზე დაპატიჟებით, კეთილი ინებეთ და ამ ურთულეს ვითარებას, აიძულეთ თქვენი მონამორჩილი დეპუტატები, შეეთრიონ იქ, სადაც ვინ რისი გამკეთებელია, კარგადაც დავინახავთ. და თუ მათი ძალისხმევით, ქვეყანა აშენდება - მხარს დავუჭერ ვადამდელსაც და უვადოსაც. ჩასაფრების როლი და პროცესების ხელოვნური მონოპოლიზაცია "ბაბაია" ხელისუფლების ჩაძირვის მიზნით - ამ პირობებში პროჭობაა, თორემ ვინმე რამეს გიშლით?“