საქართველოში ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ნაკლებად რეკლამირებული, მაგრამ ბევრად უფრო შთამბეჭდავი დემოკრატიული გადასვლა ახალ საფეხურზე, - ამის შესახებ გამოცემა New Europe-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „ორი ჯორჯიის ამბავი“ პოლონელი ევროპარლამენტარი, რიჩარდ ჩარნეცკი წერს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ სწორედ ჯორჯიის შტატმა დაუსვა წერტილი ტრამპის პრეზიდენტობას, როცა შტატის ამომრჩევლებმა უარით გაისტუმრეს პრეზიდენტის მცდელობა, საფუძველი შეერყია აშშ-ის არჩევნების დემოკრატიული პროცესისთვის.
„დემოკრატია არ არის მმართველობის უზადო სისტემა - არც საქართველოში, არც ევროკავშირში და არც თავად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი. ჩვენ, ვინც „რკინის ფარდის“ მეორე მხარეს გავიზარდეთ, კარგად გვესმის ამ თავისუფლებების მყიფე ბუნება. რონალდ რეიგანს თუ დავესესხებით, „თავისუფლება მყიფე რამ არის და მის გასაქრობად მხოლოდ ერთი თაობაა საკმარისი... აუცილებელია, რომ ყველა თაობამ მუდმივად იბრძოლოს მის დასაცავად“. სწორედ ჯორჯიის შტატმა დაუსვა წერტილი ტრამპის პრეზიდენტობას, როცა შტატის ამომრჩევლებმა უარით გაისტუმრეს პრეზიდენტის მცდელობა, საფუძველი შეერყია აშშ-ის არჩევნების დემოკრატიული პროცესისთვის. 10 000 კილომეტრის დაშორებით კი ქვეყანაში სახელად ჯორჯია (საქართველო) ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ნაკლებად რეკლამირებული, მაგრამ ბევრად უფრო შთამბეჭდავი დემოკრატიული გადასვლა ახალ საფეხურზე“, - ნათქვამია სტატიაში.